Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 100-ზე მეტი დრონით შეუტია

13/01/2025 08:47:54 მსოფლიო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 13 იანვარს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 12 იანვრის საღამოს შვიდი საათიდან და გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის რეგიონებს შეუტიეს 110 დრონით.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკისა და დონეცკის ოლქებში ჩამოაგდეს 78 დრონი, კიდევ 31 კი ლოკალურად დაიკარგა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, სუმის, კიევის, ჟიტომირისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დაზიანებულია საწარმოები, სახლები და კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა ქალაქ სუმიში ხანძარი გამოიწვია რამდენიმე სახლსა და ბავშვთა გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორიაზე. მსხვერპლი არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S