
ლიეტუვა უკრაინას 4 500 დრონს გადასცემს
13/01/2025 09:03:04 მსოფლიო
უკრაინა მიმდინარე კვირაში ლიეტუვისგან 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი ევროა, - ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე საკალიენემ განაცხადა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ კვირაში ლიეტუვა უკრაინაში 5 მილიონი ევროს ღირებულების 4 500 დრონს აგზავნის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობის ბოლო სხდომაზე ასევე დამტკიცდა სახელმწიფო აქტივების გადაცემის დაჩქარებული პროცედურა, რაც შეამცირებს უკრაინისთვის დახმარების გადაცემის პროცესში ბიუროკრატიულ პროცედურებზე დახარჯულ დროს.