
"ბაბილოსთან" დაკავებულმა მოქალაქემ შიმშილობა გამოაცხადა
13/01/2025 09:57:24 საზოგადოება
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულმა მოქალაქე დანიელ ბუკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა.
"დანიელ ბუკაშვილი განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას - "რამოდენიმეჯერ ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო" და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობას",- თქვა ადვოკატმა.
ბუკაშვილი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
"ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავდნენ, 9 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.