Accentnews.ge
400-ლარიანი ღობის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

400-ლარიანი ღობის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

13/01/2025 10:02:29 საზოგადოება

პარლამენტთან აღმართული 400-ლარიანი რკინის ღობის დაზიანებისთვის დაკავებულების საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. სხდომა 20 იანვრისთვის ჩაინიშნა. 20 იანვარს ოკმელაშვილი 20 წლის ხდება.

მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მსჯელობისთვის დრო მიეცათ. ადვოკატი მოითხოვს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლას, კერძოდ, მოიხსნას ჯგუფურობის ბრალდება და გადაკვალიფიცირდეს ნივთის დაზიანებად, რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს, აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S