Accentnews.ge
ოქრიაშვილი: PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას

ოქრიაშვილი: PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას

13/01/2025 10:06:56 საზოგადოება

PSP ჯგუფი 15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება,- ამის შესახებ კახა ოქრიაშვილი იტყობინება.

მისი განმარტებით, ვინაიდან PSP ჯგუფი სამედიცინო კომპანიაა, რამდენიმე საათით მუშაობას ვერ შეაჩერებს, თუმცა პროტესტს 5 წუთით შეუერთდება:

"PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით - ვითხოვთ სამართლიანობას!

რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.

ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გადაუდებელი ოპერაცია ვერ გადაიდება, რეანიმაცია მუშაობს ვერ შეაჩერებს, აფთიაქში მოსულ მაღალწნევიანს უკან ვერ გავაბრუნებთ, ცოტა ხანში მობრძანდიო. ამ ფონზე, ჩვენი პროტესტი წარიმართება ასე: აფთიაქში იქნება მორიგე, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები შეუერთდებიან პროტესტს 5 წუთის განმავლობაში,-" წერს ოქრიაშვილი.

15 იანვარს 3-საათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვაა დაანონსებული. ეს ნაწილია იმ პროტესტისა, რომელიც ქვეყანაში გრძელდება გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S