13-01-2025 15:27:32 თავდაცვა
ანალიტიკურ რესურს Global Firepower-ის მიერ 2025 წლისთვის მომზადებულ სამხედრო ძალის რეიტინგში (PwrIndx 2.0695) საქართველო ერთბაშად 10 პუნქტით - 94-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა და წინა - 84-ე პოზიცია ჩადს დაუთმო.
ამ კუთხით საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო უსწრებს. კერძოდ, რუსეთი რეიტინგში მე-2 პოზიციას იკავებს, თურქეთი - მე-9-ს, აზერბაიჯანი - მე-60-ს, სომხეთი - 91-ეს.
ირანი რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა, უკრაინა კი - მე-20-ზე.
პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, რომლის არმიამ წლიდან წლამდე მსოფლიოში უძლიერესად მიიჩნევა. მეორე პოზიციას რუსეთი და ჩინეთი ინაწილებენ. მათ გარდა, ხუთეულს ავსებენ ინდოეთი და სამხრეთ კორეა, ხოლო ათეულს - ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, თურქეთი და იტალიაც.
PowerIndex ინდექსი 60-ზე მეტი ფაქტორის გათვალისწინებით განისაზღვრება, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსები, რესურსები, ლოჯისტიკა, ავიაცია, სამხედრო-საზღვაო სიმძლავრეები, სამხედროების რაოდენობა და სხვა. რაც უფრო მაღალია პოზიცია, მით უფრო ძლიერად ითვლება ამა თუ იმ ქვეყნის ჯარი.
ცნობისთვის: 2017 წელს საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის 82-ე ადგილს იკავებდა.