Accentnews.ge
"ბათუმელების" დირექტორ მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს

"ბათუმელების" დირექტორ მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს

13/01/2025 11:33:17 საზოგადოება

"ბათუმელების" დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამაღლობელის საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის პოზიცია სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი“, - განაცხადა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ.

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მალევე გაათავისუფლეს, თუმცა შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S