13-01-2025 15:45:00 პოლიტიკა ,ციტატა
„დეპუტატი, თანამდებობის პირი არავის ესხმის თავს. რა თქმა უნდა, ვნახე და არავის ეპატიება, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა. არავის აქვს უფლება მივიდეს ადამიანთან, რომელიც თავისთვის ზის, საუზმობს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს. ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, არაერთხელ გამიკეთებია განცხადება. როდესაც შეურაცხყოფა ხდება, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, ეს ყველამ უნდა გაიგოს. თქვენ ცდილობთ დანერგოთ ტენდენცია, თუ ვინმე თანამდებობის პირს ვიღაც შეურაცხყოფას აყენებს, თავი უნდა ჩაღუნოს და წავიდეს, ეს ვერ მოხდება. ძალადობას ყოველთვის შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - ამტკიცებს თბილისის მერი კახა კალაძე.