Accentnews.ge
ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო

13/01/2025 13:05:02 ევროპა

ევროკომისიამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონი ევრო გამოუყო, - იტყობინება ევროკომისია.

„ვინაიდან რუსეთის აგრესიული ომი აგრძელებს უკრაინის განადგურებას, გადაუდებელი დახმარება, დაახლოებით, 12.7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება. ევროკომისიის ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და უკრაინის ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის აუცილებელი დახმარების უზრუნველსაყოფად. 148 მილიონი ევროს ახალი დაფინანსება გააგრძელებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების მხარდაჭერას როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, სუფთა წყლის, ჯანდაცვისა და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომით დაზარალებულ რეგიონებში.

მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 8 მილიონი ევროა გამოყოფილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S