Accentnews.ge
„ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - „ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა [ვიდეო]

„ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - „ბათუმელების“ ცნობით, მზია ამაღლობელის დაკავებაში ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა [ვიდეო]

13/01/2025 13:16:03 საზოგადოება

ნეტგაზეთი/ბათუმელების ინფორმაციით, მათი დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებაში ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე პირადად მონაწილებდა.

ასევე ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც იხმის „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“. ნეტგაზეთი/ბათუმელების ცნობით, ეს მუქარა ირაკლი დგებუაძეს ეკუთვნის.

მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს ბათუმში - ჯერ 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო ადმინისტრაციული წესით. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ის 2 სხვა პირთან ერთად აიყვანეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ბათუმელების“ ცნობით, დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში. ამაღლობელმა მას დაკავების შემდგომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ განუცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S