Accentnews.ge
ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა

ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა

13/01/2025 15:06:37 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებული მთავრობის იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა.

ბერაია არის „ქართული ოცნების“ განაყოფის - „ხალხის ძალის“ წევრი.

დაჩი ბერაია 2016-20 და 2020-24 წლების მოწვევის პარლამენტარია. იგი ასევე დეპუტატი იყო 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ პარლამენტშიც.

„მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. ირაკლი ბერაიას აქვს საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება; ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ირაკლი ბერაიას პოლიტიკურ საქმიანობამდე წარმატებული კარიერა ჰქონდა საბანკო სექტორში”, - აღინიშნება ინფორმაციაში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

პარლამენტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ბერაიამ კარიერა დაიწყო 2001 წელს, როდესაც იყო „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შიკრიკი, შემდეგ 2004 წლამდე ამავე ბანკის სპეციალისტ-შემფასებელი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ გადავიდა და 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S