
მოსამართლე ტოგონიძემ ბათუმში დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა
13/01/2025 18:39:53 საზოგადოება
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ პირს - ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა. საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა.
გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს.
აღნიშნული პირები ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პროტესტის დროს დააკავეს, როდესაც სტიკერების “გაიფიცე საქართველო” დატოვებას ცდილობდნენ.