Accentnews.ge
არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მარიამ სიჭინავა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე მარიამ სიჭინავა დააკავეს

13/01/2025 19:11:46 საზოგადოება

ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე "დროას" წევრი მარიამ სიჭინავა სავარაუდოდ, დააკავეს.

დემონსტრაციას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია და მარიამ სიჭინავა პიროტექნიკით შეუერთდნენ. პოლიციამ მათ მოსთხოვა პიროტექნიკის გადაცემა ან ტერიტორიიდან გატანა. საპასუხოდ მათ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ "არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს".

დააკავეს თუ ტერიტორიას განარიდეს "დროას" წევრი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S