
"ბაბილოსთან" დაკავებული ნუცა მახარაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს
13/01/2025 19:18:16 საზოგადოება
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.
"ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავდნენ, 9 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.