Accentnews.ge
"ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს, მისი ადვოკატები 300-300 ლარით დააჯარიმეს

"ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს, მისი ადვოკატები 300-300 ლარით დააჯარიმეს

13/01/2025 19:23:52 საზოგადოება

რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულ შაკო მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ადვოკატები კი 300-300 ლარით დააჯარიმა.

"ადამიანს ის მოსამართლე ასამართლებს, რომლის ქმედებების გამო დაიჭირეს იგი. ეს არის კანონდარღვევა! დღეს ადვოკატები დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ ჩვენ, ადვოკატები თავისუფალ ადამიანებს ბოლომდე დავიცავთ. ამ სასამართლოში ყველანაირი სამართლებრივი ზღვარი წაშლილია! მოსამართლემ ვერ აიტანა სრულყოფილი, თავისუფალი ადამიანების დაცვა და ადვოკატები დაგვაჯარიმა 300-300 ლარით", - თქვა ადვოკატმა "ტვ პირველთან".

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ბაბილოსთან" დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.

"ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეები წვეულებას მართავდნენ, 9 დემონსტრანტი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S