Accentnews.ge
ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

14/01/2025 05:59:26 საზოგადოება

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შენობის ერთ-ერთ სართულზე მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, შენობის მდგრადობის შემოწმების დასრულებამდე იქ მცხოვრებთ დროებით საცხოვრებლებში განათავსებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S