
შაჰინი: ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, მათ შორისაა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დაცვა
14/01/2025 06:23:34 პოლიტიკა
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი ეხმიანება აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას და ამერიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას. შაჰინმა ამ კონტექსტში, მათ შორის საქართველო ახსენა.
"ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკამ გააფართოვა და გააძლიერა ისეთი ალიანსებია, როგორიცაა NATO და გლობალური კოალიცია გააერთიანა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის უკანონო და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას – დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით დაწყებული, ჩვენს მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირებით დამთავრებული, როდესაც ისინი საფრთხეს უქმნიან თავისუფლებას, საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ავტორიტარული მმართველობის ქვეშ მცხოვრებთა დაცვას", – აცხადებს შაჰინი.
ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.