Accentnews.ge
რუსეთის ქალაქ ენგელსში სავარაუდოდ, კვლავ ნავთობის ბაზაზე მიიტანეს იერიში

რუსეთის ქალაქ ენგელსში სავარაუდოდ, კვლავ ნავთობის ბაზაზე მიიტანეს იერიში

14/01/2025 06:51:32 მსოფლიო

დღეს, 14 იანვარს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. პირველი ცნობები გაავრცელეს სოციალური ქსელების ადგილობრივმა მომხმარებლებმა, რომლებიც დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდნენ.

ადგილობრივი დროით დილის შვიდის ნახევრისთვის სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანებულია „სამრეწველო საწარმო“ და „ოპერატიული სამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ“. ბუსარგინი საწარმოს არ აკონკრეტებს.

გუბერნატორი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებდა 8 იანვარსაც, როცა უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ენგელსში დრონებით დაარტყეს ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალს", რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს.

მომდევნო დღეებშიც, როცა ხანძრის სრულად ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა და ენგელსის მცხოვრებთათვისაც უკვე ცნობილი იყო, რომ ქალაქში ნავთობის ბაზა იწვის, ბუსარგინი ყველა შეტყობინებაში მხოლოდ „სამრეწველო საწარმოს“ ახსენებდა.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ენგელსზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, კვლავ ნავთობის ბაზა „კრისტალია".

BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S