Accentnews.ge
ნიკა გილაური: ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულს გავს, „კაგებეშნიკური“ ხელწერა ეტყობა

ნიკა გილაური: ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულს გავს, „კაგებეშნიკური“ ხელწერა ეტყობა

14/01/2025 08:45:29 საზოგადოება

ბიზნესმენი ნიკა გილაური აცხადებს, რომ თავისი ძმის, „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის მოხვედრა სანქცირების მოთხოვნით მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ სიაში, ჰგავს „პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას, რომელსაც კარგად ეტყობა „ე.წ. კაგებეშნიკური ხელწერა“.

"ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ, პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას ჰგავს, რომელსაც კარგად ეტყობა ე.წ “კაგებეშნიკური” ხელწერა და რომლის მიზანი რეჟიმის რეალური მაცოცხლებელი ქსელიდან ფოკუსის გადატანა და მისი სიმწვავის განელებაა. ეს ხომ სწორედ რომ „კაგებეშნიკური“ მიდგომაა - თუ ვერ აჩერებ პროცესს რომელიც შენ წინააღმდეგ მუშაობს მაშინ ამ პროცესის დისკრედიტაცია უნდა მოახდინო. ჩემი ძმის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. არც “სასარგებლო იდიოტების” გამოყენების გარეშე მოხდებოდა ეს ამბავი, თუმცა “არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდეს,” და ამის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.საქართელოს კაპიტალის განცხადებაში ასევე წერია შემდეგი: „დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორატიული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.“მინდა აქვე დავამატო რომ მეც, ჩემი არხებით დავუკავშირდი აშშ-ს კონგრესს და მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეცდომა მალე გასწორებული იქნება. ხოლო ის ადამიანები კი ვიზეც მართლაც დგას ეს რეჟიმი აუცილებლად დასანქცირდებიან. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, „ეს სია დასაკალიბრებელია - შეიძლება ვიღაც არასწორად მოხვდა (სხვადასხვა მიზეზების გამო და ესეც გაირკვევა) და ვიღაც კი დასამატებელი იყოს“, – წერს გილაური.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, სია, რომლითაც 25 პირის, მათ შორის ირაკლი გილაურის, სანქცირებაა მოთხოვნილი, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაეგზავნა.

გუშინ, 13 იანვარს, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისადმი, ირაკლი გილაურისადმი „სრული ნდობა გააჩნია“, არ ეთანხმება მისდამი სანქციების დაწესებაზე მოსაზრებას და ასევე აცხადებს, რომ კომპანია პოლიტიკურ პროცესში არ ერევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S