14-01-2025 12:53:29 ევროპა ,მსოფლიო
14 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში ჩავიდა.
ის კიევში მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის ხელისუფლების პირველ პირებთან.
როგორც პისტორიუსმა განაცხადა, კიევში ვიზიტით კიდევ ერთხელ სურს დემონსტრირება, რომ გერმანია აქტიურად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. აშშ-ის შემდეგ გერმანიაა უკრაინის ყველაზე მსხვილი სამხედრო მხარდამჭერი.
"ეს არის სიგნალი იმისა, რომ გერმანია, როგორც ნატოს უდიდესი ქვეყანა ევროპაში, მხარს უჭერს უკრაინას ბევრ სხვა მოკავშირესთან ერთად“ - თქვა პისტორიუსმა.
კიევში ჩასვლამდე ბორის პისტორიუსმა ვარშავაში პოლონეთის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან ერთად განიხილა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი.
ევროპაში შიშობენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას შეზღუდავს.