Accentnews.ge
ადვოკატი ამაღლობელისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს, პროკურატურა - პატიმრობის

ადვოკატი ამაღლობელისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს, პროკურატურა - პატიმრობის

14/01/2025 08:59:38 საზოგადოება

პროკურატურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე 100 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.

პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი მსჯელობს.

„მისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

"არ გავურბივარ პასუხისმგებლობას",- თქვა ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S