Accentnews.ge
"როცა ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება!" - პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები თანამოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

"როცა ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება!" - პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები თანამოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ

14/01/2025 09:29:59 საზოგადოება

პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეებს - დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს 15 იანვარს, 15:00 საათზე გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლოები, მეუღლეები, შვილები მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის 15 იანვარს, 15:00 საათზე შემოუერთდნეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ, 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილების წინ. ასევე, გამოხატოთ მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება.

ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან, მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი. მათი დანაშაული ის არის, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს, ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენს შვილებზდე იძალადეს, აწამეს, დააპატიმრეს - ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და პატივიც. საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავლის დასაცავად პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით. ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის და დემოკრატიისათვის. როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. როცა ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ უმრავლესობა, საქართველო გვეკუთვნის ჩვენ. თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაკავებულებს",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დაკავებული სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მამამ - ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S