Accentnews.ge
თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას გიორგი ჩაჩანიძის გამო

თუმანიშვილის თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას გიორგი ჩაჩანიძის გამო

14/01/2025 10:40:58 საზოგადოება

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი აცხადებს, რომ დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით, თუმცა ვინაიდან თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას.

"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას! ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს. მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნას წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!",- ნათქვამია განცხადებაში.

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 9 პირთა შორის არის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე.

„პოლიციის მიერ ძალის გადამეტებით მოხდა მისი დაკავება. არსებობს კადრებიც, რომ ის გოგოს გამოესარჩლა, რომელსაც ათეულობით პოლიციელი ძალის გამოყენებით აკავებდა. ამ უკანონო ქმედებაში ჩარევისას მოხდა გიორგის დაკავება. დაკავებისას მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, ნაკაწრები აქვს ხელებზე, ყელის მიდამოშიც, ასევე თავის ტკივილიც, ყურები დაგუბებული აქვს. გუშინ სამედიცინო დახმარება გაეწია, დღეს დილითაც მივმართე საპატრულოს თანამშრომელს, რომ იქნებ ხელახლა მოახდინონ მისი დახმარება",- განაცხადა ადვოკატმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S