Accentnews.ge
CFWIJ: ვგმობთ ამაღლობელის დაკავებას, ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე

CFWIJ: ვგმობთ ამაღლობელის დაკავებას, ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე

14/01/2025 10:47:37 საზოგადოება

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას კოალიცია ქალებისთვის ჟურნალისტიკაში ეხმაურება.

ორგანიზაცია გმობს ფაქტს და აღნიშნავს, რომ ეს არის "პრესის თავისუფლებაზე უხეში თავდასხმა".

" ქალთა პრესის თავისუფლება გმობს მზია ამაღლობელის მიზანმიმართულ დაკავებას - ეს არის უხეში თავდასხმა პრესის თავისუფლებაზე.

ნოემბრიდან დაწყებული პროტესტში ათასობით ქალი ჟურნალისტი გახდა პოლიციის მხრიდან შევიწროვებისა და ძალადობის მსხვერპლი.

ამაღლობელი და მისი კოლეგები ადგილზე ახდენდნენ ხელისუფლების მიერ უსამართლო დაკავებების დოკუმენტირებას". - წერია განცხადებაში.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S