
საბერიოში დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს
14/01/2025 10:53:07 საზოგადოება
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს, ერთჯერადი დახმარების მიზნით საქართველოს მთავრობა 10 000 ლარს გადასცემს - აღნიშნული განკარგულება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც 8 იანვრით არის დათარიღებული.
განკარგულების მიხედვით, ვიტალი ჭოლარიას თანხას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გადასცემს.
5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა.