Accentnews.ge
აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მომზადდა

აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მომზადდა

21/02/2020 14:04:15 კონფლიქტები, საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი მოამზადა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.

„1999 წელს იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, დაწესდა მშობლიური ენის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება. იუნესკო-ს ამ გადაწყვეტილებას საქართველოც შეუერთდა და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იზრუნოს საქართველოში არსებულ ენობრივ უმცირესობათა ენებზე, მათ შორის აფხაზურზე გამორჩეულად. ეს კონსტიტუციურადაც არის დადასტურებული“,– განაცხადა ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტის პრეზენტაცია მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოებრივად, ისე პოლიტიკურად, კულტურული აღმშენებლობითი საქმიანობისთვის და „ხიდჩატეხილობის“ აღსადგენად.

“მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო ფარგლებში ყოველთვის იზრუნებს ნებისმიერი ერის ენის შესანარჩუნებლად“, – დასძინა ალიბეგაშვილმა.

გაირკვა, რომ აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროგრამა ამ ეტაპზე პროექტის დონეზე არსებობს და მას ფინანსური წყაროების მოძიება სჭირდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S