Accentnews.ge
რუსეთი საქართველოს "3+3" ფორმატში კიდევ ერთხელ იწვევს

რუსეთი საქართველოს "3+3" ფორმატში კიდევ ერთხელ იწვევს

14/01/2025 12:34:04 პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს "3+3" (რუსეთი, თურქთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ფორმატში ჩასართავად კიდევ ერთხელ იწვევს. შესაბამისი განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

"ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ინიციატივას ამ მექამიზმის შექმნის შესახებ, ასევე მხარი დაუჭირა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. უკვე შედგა პირველი კონტაქტებიც. ჩვენი ქართველი მეზობლები მათთვის განკუთვნილ სავარძელს ჯერ არ იკავებენ, მაგრამ ეს სავარძელი კვლავინდებურად დგას მაგიდასთან, რომლის ირგვლივაც რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად ვიკრიბებით და ყოველთვის იქნება გათვალისწინებული მათთვის" - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: "რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად" «3+3» ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივა თურქეთის ლიდერმა 2020 წელს გააჟღერა. პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში ჩატარდა. საქართველო ფორმატში ამ დრომდე არ ჩაბმულა. როგორც თავის დროზე საგარეო უწყებაში განმარტეს, ქართული მხარისთვის მიუღებელია მონაწილეობა რუსეთთან ნებისმიერ ერთობლივ ფორმატში, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S