Accentnews.ge
RSF ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას და ქართველი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

RSF ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას და ქართველი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

14/01/2025 12:34:26 საზოგადოება

საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) ევროკავშირისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას და ქართველი ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბოლო კვირების განმავლობაში მედიის 70-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა თავდასხმის სამიზნე გახდა.

“ქართული ოცნება" დემოკრატიისთვისა და მედიისთვის ნამდვილი კოშმარია. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან. RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ”, – თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S