Accentnews.ge
50-მდე გამოცემა პროტესტის ნიშნად 3 საათის განმავლობაში გაფიცული იყო: "თავისუფლება მზია ამაღლობელს"

50-მდე გამოცემა პროტესტის ნიშნად 3 საათის განმავლობაში გაფიცული იყო: "თავისუფლება მზია ამაღლობელს"

14/01/2025 16:18:27 საზოგადოება

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორის მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად სამი საათის განმავლობაში (17:00-20:00) გაფიცული იყო.

„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“, - ეს წარწერა იყო გაფიცული ტელევიზიების ეკრანებსა და ონლაინმედიის ვებ–საიტებზე.

გაფიცვას შემდეგი გამოცემები შეუერთდნენ:

  1. "ფორმულა";
  2. "ტვ პირველი";
  3. "მთავარი არხი";
  4. "ტვ პალიტრა";
  5. "ტვ კავკასია";
  6. BMG;
  7. "ნეტგაზეთი";
  8. "ბათუმელები";
  9. "პუბლიკა";
  10. "ინდიგო";
  11. "ჯემნიუსი";
  12. "სტუდია მონიტორი";
  13. "მთის ამბები /საქართველოს ამბები";
  14. "მედიაჩეკერი";
  15. Chai Khana;
  16. "ტაბულა";
  17. On.ge;
  18. OC Media;
  19. "მედია აპრილი";
  20. Civil.ge;
  21. "პროექტი 64";
  22. "რეალპოლიტიკა";
  23. "რადიო მარნეული";
  24. Qartli.ge;
  25. "აი, ფაქტი";
  26. "მაუწყებელი";
  27. TOK TV;
  28. "ფორბს-საქართველო";
  29. "სამხრეთის კარიბჭე";
  30. "აგროგარემო TV";
  31. "ოდიში TV";
  32. "რადიო ოდიში";
  33. "იმერვიზია TV";
  34. "გურია TV";
  35. "მეცხრე ტალღა";
  36. JRC;
  37. "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი" - GARB;
  38. "აქცენტი";
  39. "აჭარა თაიმსი";
  40. TV 25;
  41. „TV მონიტორინგი“;
  42. „ჩემი ხარაგაული“;
  43. CNews Exclusive;
  44. ინფო იმერეთი;
  45. რადიო ათინათი;
  46. მეგა ტვ.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს. დღეს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S