
ადვოკატი: საბა სხვიტარიძე დაზარალებულად ცნეს
14/01/2025 18:27:35 პოლიტიკა
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად ცნეს.
"ახლახან დამიკავშირდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მაცნობა რომ საბა სხვიტარიძე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაზარალებულად სცნეს. შემდეგი ნაბიჯი დამნაშავე პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა იქნება", - წერს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძემ ციხიდან წერილი გაავრცელა [2024 წლის 24 დეკემბერს], რომელშიც პოლიციის სამმართველოს შენობაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს აღწერდა.
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს დააკავეს.
შსს-ის აცხადებდნენ, რომ „ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა“.