
გურჯაანში ტრაილერი გადაბრუნდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა, რის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
15/01/2025 07:50:23 საზოგადოება
გურჯაანში, ბაკურციხე - თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაილერი გადაბრუნდა და 4 მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.
მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ჰოსპიტალიეზებულია.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.