
კალაძე: გმირთა მოედანზე ზებრა გადასასვლელები მოეწყობა და შუქნიშნები დამონტაჟდება
15/01/2025 08:16:14 პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში, გმირთა მოედანზე ზებრა გადასასვლელები მოეწყობა და შუქნიშნები დამონტაჟდება.
„პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით, ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გზა გაფართოვდება „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აიღეს. ამ მონაკვეთზე დღის თითქმის ყველა მონაკვეთში საცობია.
გმირთა მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავრი სატრანსპორტო კვანძია.