Accentnews.ge
EMC: "2019 წელს ხელისუფლებამ მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა"

EMC: "2019 წელს ხელისუფლებამ მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა"

21/02/2020 15:32:23 საზოგადოება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, მთავრობა ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას.

როგორც EMC–ში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საპატრიარქოს ყველაზე მეტი მიწა გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის 56% მუსლიმია.

EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე.

"ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა" - დასძენენ EMC-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S