15-01-2025 14:49:48
ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობას იღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი არჩევნებს ჩატარების ადმინისტრირებას შეეხებოდა.