მაჩალიკაშვილი: "იცით, მტერიც რომ მტერია, მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენ წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს, გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს გადაწონის"

15-01-2025 15:17:54 საზოგადოება

„იცით, მტერიც რომ მტერია, მაგრამ ღირსეულად იჭერს თავს შენ წინაშე, ის იმსახურებს ღირსეულ პასუხს. მე ჯერაც არ ვიცი 2017 წლის 25 დეკემბრის სისხლიან ღამესთან რამდენად მიუძღვის მაშინდელ ახლად დანიშნულ შს მინისტრ გახარიას. ერთი რამ ცხადია, მე მას პირადად შევხდი. მან უარყო მისი იმ სისხლიანი ღამის, იმ კოშმარში მონაწილეობის შესახებ. და შემდგომშიც მისი ყველა განცხადება მახსოვს და შენახული მაქვს. ერთი რამ ცხადია, ის გახარია იმ სისხლიან რეჟიმს, კრემლის მონებს და ბიძინა ივანიშვილის შნირ მონებს გაემიჯნა. ეს კი ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. მე იმედი მაქვს, გახარია იტყვის თავის სათქმელს ჩემს საქმესთან დაკავშირებით. არის 20 ივნისის ამბავი, არის კერზაიას ამბავი. გახარიას კი ამის პასუხები აქვს. მე ასე თუ ისე ძალიან მეტკინა ამ კაცს ასე რომ მოექცნენ, არავის არაფერი არ შეგრჩებათ. გახარია მთელი ქოც კრემლის მონებს გადაწონის", – ასე ეხმიანება მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკოს გიორგი გახარიაზე თავდასხმას.

ცნობისთვის: პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები