ესტონეთის საგარეო სამინისტრო – გახარიაზე თავდასხმაზე: "ესტონეთი ევროკავშირის დონეზე შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს"

15-01-2025 15:23:04 პოლიტიკა

„კატეგორიულად ვგმობთ თავდასხმას ქართველ ოპოზიციონერ ლიდერზე გიორგი გახარიაზე. მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ესტონეთი ევროკავშირის დონეზე შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს“, – ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის საგარეო სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ექს–პრემიერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.

მოგვიანებით, ინფორმაცია "აქცენტს" პარტიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები