Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა

სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა

15/01/2025 11:37:34 საზოგადოება

საქართველოს მე–5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გაფიცვას შეუერთდა.

საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების თანამშრომლებისა და ხელმძღვანელობების გაფიცვა დაიწყო. მის მიზანს "ოცნების" მმართველობისთვის იმის დემონსტრირება წარმოადგენს, თუ რას შეიძლება, შეეჩეხოს სახელმწიფო იზოლაციის შემთხვევაში.

საყოველთაო გაფიცვისკენ მოწოდება რამდენიმე დღე სოცქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა, "ეპიცენტრს" ამ კუთხით პლატფორმა Protest 24 წარმოადგენდა.

"სტაგნაცია ეკონომიკაში, საწარმოების დახურვა, უმუშევრობა და სიღარიბე... საფრთხეები და მათი თავიდან აცილების გზები კი ყველასთვის ერთია - დაკავებულთა გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები" - ნათქვამი იყო პუბლიკაციაში.

გაფიცვაში მონაწილეობის მზადყოფნა მალევე ასობით კომპანიამ დააფიქსირა.

გაფიცვა რამდენიმე საათს გასტანს. საქართველოს უმსხვილესმა ბანკებმა - "თიბისიმ" და "საქართველოს ბანკმა" განაცხადეს, რომ გაფიცვაში თანამშრომლების მონაწილეობას ხელს არ შეუშლიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S