15-01-2025 16:03:07 კავკასია
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა. მიზეზი "რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნარატივებია", რომელიც რუსულ სატელევიო არხებზე 12 იანვარს ტირაჟირდებოდა.
საუბარია, მათ შორის, ტელეარხ «Россия 1»-ის გადაცემა «Вести недели»-ს 12 იანვრის გამოშვებაზე, რომელშიც კრემლის პროპაგანდისტი დიმიტრი კისელიოვი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთერთობებზე საუბრობდა.
იგი, კერძოდ, აცხადებდა, რომ ერევანი "სამმხრივი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსა და ზანგეზურის დერეფნის გახსნის შესახებ პრეზიდენტ ალიევის მოთხოვნას უგულებელჰყოფს", რომ სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის სომხური პროექტი "მშვიდობის გზაჯვარედინი" მიუღებელია აზერბაიჯანული მხარისათვის ადგილობრივ რთულ მთიან რელიეფზე გზების გაყვანის აუცილებლობის გამო" და რომ "სომხეთის არჩევანი, ზურგი ექცია რუსეთისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ აეღო გეზი, კარგით არაფრით დასრულდება".