15-01-2025 16:51:47 პოლიტიკა
"როგორც შიშობდნენ, "ქართული ოცნების" რეჟიმი გააძლიერებს ძალადობრივ რეპრესიებს. იმედი მაქვს, უფრო მეტი ადამიანი მთავრობაში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, შსს-ში, სამხედროებში უარს იტყვის ამ რეჟიმზე და შეუერთდებიან დემოკრატებს. ეს მოხდა სხვა ქვეყნებში - პოლიციელები და სამხედროები დემონსტრანტების მხარეს გადასულან", - ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას.