
აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას - საქართველო უკეთესს იმსახურებს
15/01/2025 14:03:52 პოლიტიკა
შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად - რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.
„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, - წერია საელჩოს განცხადებში, რომელიც „ფეისბუქზე“ ვრცელდება.