Accentnews.ge
„რუსოფობული სიცრუე და სიყალბე“ - მოსკოვის მორიგი პასუხი კიბერ-შეტევის ბრალდებაზე

„რუსოფობული სიცრუე და სიყალბე“ - მოსკოვის მორიგი პასუხი კიბერ-შეტევის ბრალდებაზე

21/02/2020 15:43:04 საშინაო პოლიტიკა

„რუსოფობული სიცრუე და სიყალბე“ უწოდა კანადაში რუსეთს საელჩომ მოსკოვის მიმართ ბრალდებას 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი კიბერ-შეტევის განხორციელების თაობაზე.

«ეს კიდევ ერთი ნაჭერია რუსოფობული სიცრუისა და სიყალბის, რომელსაც ოტავა თბილისთან და ვაშინგტონთან შეთანხმებით ავრცელებს. ეს პოლიტიკა, რომელსაც რუსეთსა და კანადას შორის ისედაც შესუსტებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტი დეგრადირებისკენ მივყავართ, ღრმა სინანულსა და დაგმობას იმსახურებს», - ნათქვამია დიპწარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ. თავდასხმა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლიტვა, კანადა, ფინეთი, ისლანდია, ავსტრალია, უკრაინა და ახალი ზელანდია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერ–შეტევას გმობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S