2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან და იტალიიდან გადმორიცხეს

15-01-2025 18:50:26 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა.

2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს.

10 ქვეყანა, საიდანაც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ფული გამოიგზავნა:

  1. აშშ - $573 მლნ;
  2. იტალია - $567 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია - $541 მლნ;
  4. გერმანია - $267 მლნ;
  5. საბერძნეთი - $263მლნ;
  6. ისრაელი - $249 მლნ;
  7. ყაზახეთი - $117 მლნ;
  8. თურქეთი - $101 მლნ;
  9. ყირგიზეთი - $73მლნ;
  10. ესპანეთი - $70 მლნ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები