
ევროკავშირის წარმომადგენლობა: დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს, ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს
15/01/2025 14:57:03 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს".
"საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო. მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს. ყველა უსამართლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს. ევროკავშირი სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისკენ მოუწოდებს. დაუსჯელობა ვერ გაიმარჯვებს”, - ნათქვამია განცხადებაში.