
უილსონი - გახარიაზე თავდასხმაზე: ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ
15/01/2025 15:14:07 პოლიტიკა
“ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. სულ მეტად და მეტად, რეჟიმი ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდებით გამოდის. ამერიკა ხედავს ამას და ქმედებებს განვახორციელებთ. ქართველი ხალხი არ შეშინდება", – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ცნობისთვის: 14 იანვარს, გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას.