Accentnews.ge
მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა

მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა

15/01/2025 15:22:28 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მის თანაგუნდელზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. ეს ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ეს ასეა, უმძიმესი მუხლია (სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლი)... შენ რომ ესხმი თავიდან, თორემ პასუხს ყველა მიიღებს, ეს ბუნებრივია, თუნდაც თავდაცვის მიზნით, თავს ხო არ გაალახინებ. თავი უნდა დაიცვა“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის: გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S