Accentnews.ge
კობახიძე – აბუ-დაბიში მომხდარზე: ყველაფერი ძალიან კარგად იქნება

კობახიძე – აბუ-დაბიში მომხდარზე: ყველაფერი ძალიან კარგად იქნება

15/01/2025 17:15:26 პოლიტიკა

"კი, ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ აქვს კომუნიკაცია აბუ დაბიში მმართველი პარტიის წევრებთან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძესთან.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში “ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ წილოსანი დააკავეს.

"რადიო თავისუფლების" ცნობით, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების - ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძის, - მათთან ერთად მყოფი მოქალაქე გიორგი გოგოლაძისა და, ასევე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის დაკავების შესახებ.

"ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“, - განუცხადა ელჩმა "რადიო თავისუფლებას".

ცნობისთვის: 13 იანვარს აბუ-დაბიში, სასტუმროში, საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. „საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S