Accentnews.ge
ანიტა ჰიპერი: გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების მონაწილეობა შოკისმომგვრელია

ანიტა ჰიპერი: გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების მონაწილეობა შოკისმომგვრელია

15/01/2025 17:50:00 პოლიტიკა

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ანიტა ჰიპერი ეხმიანება ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მომხდარ ინციდენტს და ექს–პრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმას "შოკისმომგვრელს" უწოდებს.

"საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში "ქართული ოცნების" პოლიტიკოსების მონაწილეობა შოკისმომგვრელია. ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს. მანამდე იმავე სასტუმროში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, რასაც ქორიძეც ადასტურებს, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე მონაწილეობდნენ.

გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S