Accentnews.ge
ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

15/01/2025 19:01:41 პოლიტიკა

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციასგამოცემა The Times of Israel-ი ისრაელელ, არაბ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი გახდა, ვინც საჯაროდ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე.

"ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება გვაქვს. ისინი მალე გათავისუფლდებიან. მადლობა!" - წერს ტრამპი.

ერთ-ერთი არაბი დიპლომატის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. მოგვიანებით, კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი პრესკონფერენციას გამართავს დოჰაში, რომელზეც შეთანხმების დეტალებს გააჟღერებს.

მოგვიანებით, "ჰამასის" ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა დაადასტურა ტერორისტულ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S