
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
16/01/2025 08:59:28 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში ჩავიდა. ის და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ თავდაცვის და სხვა სფეროებში გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმებას.
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრით გრანდიოზული სტრატეგიული მარცხი განიცადა, რადგან დასავლეთისგან უკრაინის ჩამოშორების ნაცვლად, დღეს დასავლეთი და უკრაინა ერთმანეთთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს", – განაცხადა სტარმერმა კიევში.
გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარადჭერის საკითხი განიხილა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.