
მაკალისტერი: სალომე ზურაბიშვილი კვლავაც ლეგიტიმური პრეზიდენტია, ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში
16/01/2025 09:36:36 პოლიტიკა
„სალომე ზურაბიშვილი კვლავაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს, უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.